ხშირად დასმული კითხვები

დიახ. მოძალადე შეიძლება იყოს როგორც უცნობი, ასევე ნაცნობი, მათ შორის ოჯახის წევრი, თანატოლი, უფროსი ბავშვი, შეყვარებული, პედაგოგი, მეზობელი ან სხვა უფროსი.

მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციო ადამიანის ქცევას და არა მხოლოდ იმას, თუ ვინ არის ის. თუ ვინმე გაშინებს, გაძალებს რამეს, ან შენს პირად საზღვრებს არღვევს, ითხოვე დახმარება. რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს შენი ბრალი არ არის.

ფრთხილად იყავი, თუ ონლაინ გაცნობილი ადამიანი:

  • გთხოვს, რომ მასზე სხვებს არაფერი მოუყვე;
  • გეუბნება, რომ თქვენი ურთიერთობა საიდუმლოდ შეინახო;
  • გთავაზობს საჩუქარს და სანაცვლოდ პირად ინფორმაციას გთხოვს;
  • გთხოვს ტელეფონის ნომერს, მისამართს, პირად ფოტოს ან ვიდეოს;
  • გთხოვს ინტიმურ ფოტოს ან ვიდეოს;
  • დაჟინებით გთხოვს შეხვედრას, განსაკუთრებით — მარტო;
  • ბრაზდება, როცა უარს ეუბნები;
  • გაშინებს ან გემუქრება.

მაშინვე შეწყვიტე საუბარი, დაბლოკე და დაარეპორტე. აუცილებლად მოუყევი ამის შესახებ შენთვის სანდო უფროსს.

დიახ, რა თქმა უნდა! შეგიძლია ნებისმიერ დროს გადაიფიქრო. თუ თავიდან რაღაცაზე დათანხმდი , მაგალითად, მიმოწერაზე, შეხვედრაზე ან ფოტოს გაგზავნაზე - ნებისმიერ დროს შეგიძლია თქვა: „არა, აღარ მინდა“ და შეწყვიტო.თუ ვინმე დაჟინებით გთხოვს რამეს, გაშანტაჟებს ან გემუქრება, აუცილებლად მიმართე სანდო უფროსს ან დარეკე ცხელ ხაზზე: 111 ან 112.

არა! არანაირად! ის, რომ ვინმე მოგწონდა, მასთან მეგობრობდი ან ფლირტი გქონდა, არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაგაკეთებინოს ის რაც შენ არ გინდა!

შენი პირადი საზღვრები ყოველთვის მნიშვნელოვანია და მათი პატივისცემა აუცილებელია.

არავითარ შემთხვევაში! მოძალადე ხშირად იყენებს „ნდობის ხაფანგს“ - თავიდან გაჩვენებს, რომ შენი ახლო მეგობარია და უსაფრთხოების ილუზიას გიქმნის. ის, რომ შენ ვინმეს ენდობი, ეს არასდროს არის დანაშაული! დამნაშავე არის მხოლოდ ის, ვინც შენი ნდობა ბოროტად გამოიყენა და ახლა შანტაჟს ეწევა. შენ დამნაშავე არ ხარ!

არა, საერთოდ არ ნიშნავს! როდესაც ადამიანს ეშინია ან ძალიან სტრესულ სიტუაციაშია, შეიძლება გაიყინოს, ვერ იყვიროს, ვერ გაიქცეს ან ვერ თქვას „არა“. ასეთი რეაქცია შეიძლება სხეულის ბუნებრივი პასუხი იყოს საფრთხეზე. ის, რომ ვერ შეეწინააღმდეგე, არ ნიშნავს, რომ თანახმა იყავი და არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ და ეს შენი ბრალია.

არა, შენ არაფერს ართულებ! თუ შეხება ან სიტყვა შენში უხერხულობას, შიშს ან უსიამოვნო განცდას იწვევს, ჩვეულებრივ, ეს არც „გეჩვენება“ და ეს არც „გახუმრება“ არ არის - ეს შენი საზღვრების დარღვევაა. “ხუმრობა“ არ არის მიზეზი, რპმ ვინმემ შენი პირადი საზღვრები დაარღვიოს. თუ რამე არ მოგწონს, თქვი „გაჩერდი“ ან „არა“ და ითხოვე დახმარება.

ხანდახან მშობლები შიშისგან ან დაბნეულობისგან შეიძლება თავიდან ემოციურად მოიქცნენ, მაგრამ გახსოვდეს: შენ არაფერში ხარ დამნაშავე! თუ გიჭირს პირდაპირ მშობელთან თქმა, არ ხარ ვალდებული პირველი ნაბიჯი მარტომ გადადგა. შეგიძლია ჯერ მიმართო სკოლის ფსიქოლოგს, მანდატურს, ან დარეკო ბავშვთა დახმარების ხაზზე (ანონიმურად). სპეციალისტი დაგეხმარება და გვერდით დაგიდგება, რომ მშობლებთან საუბარი შენთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი იყოს.

ფსიქოლოგთან საუბარი არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ. როდესაც რაღაც ძალიან რთული ან საშიში გადაგხდა, ბუნებრივია, რომ შეიძლება დაგჭირდეს დახმარება. ფსიქოლოგი დაგეხმარება, უკეთ გაიგო შენი გრძნობები და გაუმკლავდე რთულ გამოცდილებას.

თუ სახლში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობ, უთხარი ამის შესახებ სანდო უფროსს ან სოციალურ მუშაკს. საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკი დაგეხმარება იპოვო უსაფრთხო ადგილი, სადაც დაცული იქნები. იქ შეიძლება მიიღო საცხოვრებელი, საკვები, ტანსაცმელი და სხვა საჭირო დახმარება.

დიახ! დანაშაული მხოლოდ ფიზიკური შეხება არ არის. ონლაინ სივრცეში თუ ვინმე პირად, ინტიმურ ფოტოების მოგთხოვს ან შეხვედრას დაგაძალებს, დაგაშინებს ან დაგაშანტაჟებს დანაშაულია და ისჯება კანონით. ასეთ დროს უთხარი სანდო უფროსს ან დარეკე ცხელ ხაზზე: 111 ან 112.

იცოდე მარტო არ ხარ, თუ ერთი ადამიანი ვერ დაგეხმარა, მოუყევი სხვა ოჯახის წევრს, მასწავლებელს, მანდატურს, სკოლის სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს ან სხვა სანდო უფროსს ან დარეკე ცხელ ხაზზე: 111 ან 112. თუ საფრთხე ახლავე გემუქრება, ეცადე მიხვიდე უსაფრთხო ადგილას, სადაც სხვა ადამიანები არიან, და დარეკე 112-ზე.

გადაუდებელი დახმარება გჭირდება, როცა არის რისკი იმისა რომ ვინმემ ახლავე დაგაზიანოს, არ გაძლევს შენობის დატოვების უფლებას, მოგსდევს ან ამ წუთში გემუქრება. თუ შეგიძლია, გაიქეცი იქ, სადაც სხვა ადამიანები არიან, სასწრაფოდ შეეხმიანე შენთვის სანდო უფროსს და დარეკე 112-ზე. თუ საფრთხე ამ წუთში არ გემუქრება, მაინც ითხოვე დახმარება.

დაბლოკვა ადამიანს შენთან მოწერის საშუალებას არ აძლევს. დარეპორტება საიტს, აპლიკაციას ან თამაშს ატყობინებს სახიფათო/ყალბი ანგარიშის ან მასალის შესახებ.

დახმარებისთვის შესაბამისი სამსახურისთვის შეტყობინება ნიშნავს რომ ამ დაწესებულებაში იციან შენი საჭიროების შესახებ და იწყებენ ზრუნვას იმაზე თუ როგორ დაგეხმარონ.

ეს ნიშნავს, რომ შენ გაკავშირებენ ზუსტად იმ ადამიანთან, ვინც საჭირო დახმარებას გაგიწევს. ამას გადამისამართება ანუ რეფერირება ჰქვია. მაგალითად, შეიძლება დაგაკავშირონ ექიმთან, ფსიქოლოგთან, იურისტთან ან სხვა სერვისთან.

ყველა სპეციალისტი სხვადასხვა საქმეში გეხმარება.

  • სოციალური მუშაკი ზრუნავს შენს უსაფრთხოებასა და საჭირო დახმარებაზე.
  • ფსიქოლოგი გეხმარება ემოციებთან და რთულ გამოცდილებასთან გამკლავებაში.
  • ექიმი ამოწმებს შენს ჯანმრთელობას.
  • ადვოკატი გიხსნის შენს უფლებებს და გეხმარება მათ დაცვაში.
  • პოლიცია და პროკურატურა იძიებენ შესაძლო დანაშაულს.
  • სასამართლო განიხილავს საქმეს და იღებს გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად.

შეიძლება ყველა სპეციალისტი არ დაგჭირდეს. ისინი შენ დასახმარებლად არიან.

დიახ. დახმარების თხოვნისთვის შენ არ გჭირდება ფოტო, ვიდეო ან სხვა მტკიცებულება. უბრალოდ შეგიძლია მოყვე ის, რაც გახსოვს. თუ მიმოწერა ჯერ კიდევ გაქვს და მისი შენახვა უსაფრთხოა, აჩვენე შენთვის სანდო უფროსს. მტკიცებულების მოძებნის გამო თავი საფრთხეში არ ჩაიგდო, ეს უფროსების და შესაბამისი სამსახურების მოვალეობაა.

ყოველთვის იცოდე: არავინ ისჯება შენი ნათქვამის გამო. დამნაშავე ადამიანს კანონი სჯის მხოლოდ იმის გამო, რაც მან ჩაიდინა და არა იმიტომ, რომ შენ სიმართლე თქვი!

დიახ, რა თქმა უნდა! შენ უფლება გაქვს, თავი უსაფრთხოდ იგრძნო ნებისმიერ სივრცეში. უფასო ადვოკატის მოთხოვნა და სასამართლოსთვის მიმართვა დამოუკიდებლად შეგიძლია - ამისთვის მშობლების თანხმობა საჭირო არ არის. ადვოკატთან დასაკავშირებლად დარეკე აქ: 032 292 00 55

საფრთხის შემთხვევაში კი აუცილებლად დარეკე ცხელ ხაზზე: 111 ან 112

შეიძლება საქმის განხილვას დრო დასჭირდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში მარტო უნდა იყო.

შენი უსაფრთხოების დასაცავად შეიძლება ჩაერთონ სოციალური მუშაკი, პოლიცია, სკოლის მანდატური და სხვა სპეციალისტები.

თუ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობ, აუცილებლად უთხარი ამის შესახებ სანდო უფროსს.

არა. სასამართლო შექმნილია ბავშვების დასახმარებლად, არა შესაშინებლად. მოსამართლეები და სხვა უფროსები ცდილობენ, შენ თავი კომფორტულად იგრძნო.

ბავშვის მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე ნებაყოფლობითია და ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა 14 წლამდე ასაკის ბავშვის დასაკითხად საჭიროა მშობლის თანხმობაც.

არა, შენთან ყოველთვის იქნება ვინმე, ვისაც ენდობი - მშობელი, სანდო პირი ან სპეციალური დამხმარე.

როგორც წესი, მშობელი წარმოადგენს ბავშვს, მაგრამ თუ ეს შეიძლება ბავშვზე უარყოფითად აისახოს, ასეთ შემთხვევაში საქმეში ერთვება სოციალური მუშაკი, ხოლო ბავშვს ასევე შეუძლია ჰყავდეს ადვოკატი, მათ შორის - სახელმწიფოს მიერ დანიშნული, თუ საკუთარი ვერ ჰყავს.

ადვოკატი ეხმარება ბავშვს გაიგოს თავისი უფლებები და დაიცვას თავისი ინტერესები.

მოწმე არის ბავშვი, რომელმაც რაღაც ნახა ან იცის რა მოხდა; დაზარალებული არის ბავშვი, რომელსაც უშუალოდ ეხება მომხდარი მოვლენა და მიადგა ზიანი.

დიახ, შეგიძლია. თავი რომ დაცულად და მშვიდად რომ იგრძნო, შენ ისაუბრებ სპეციალურად მოწყობილი ოთახიდან ან ვიდეოკავშირით.

დიახ, ნებისმიერ დროს შეგიძლია ითხოვო შესვენება, თუ დაიღალე ან შეშინდი.

არა. მოსამართლის საქმეა სამართლიანობის დაცვა.

არაფერი საშიში. საკმარისია თქვა ის, რაც გახსოვს.

შენი გრძნობები მნიშვნელოვანია. თუ რაღაცის თქმა გიჭირს, უთხარი ამის შესახებ დამხმარე ზრდასრულს.

უმჯობესია ამის შემცირება - მაგალითად, სექსუალური ძალადობის საქმეებში შესაძლებელია გამოკითხვის აუდიო/ვიდეო ჩაწერა, რომელსაც მოსამართლე მოისმენს, რაც ამცირებს განმეორებით საუბრის საჭიროებას.

არა. სასამართლო სხდომა, სადაც ბავშვი მონაწილეობს, დახურულია. მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული ადამიანები არიან იქ, და ტელევიზორში ამას არავინ აჩვენებს.

კონფიდენციალურობა ნიშნავს შენი პირადი ინფორმაციის დაცვას. მაგალითად, როცა შენს პრობლემაზე სკოლის მანდატურს ან მასწავლებელს უყვები, ის ამ ამბავს არ გაუზიარებს შენს თანაკლასელებს ან მეზობლებს. თუმცა, შენივე უსაფრთხოებისთვის, ის ვალდებულია ეს ინფორმაცია მიაწოდოს მხოლოდ იმ ადამიანებს (სოციალურ მუშაკს, პოლიციას), ვინც რეალურად დაგიცავს და დაგეხმარება.

არა, ძალადობის საქმეებზე ბავშვი არ ხვდება მოძალადეს. ბავშვი არ საუბრობს ისეთი პირის თანდასწრებით, ვინც მას ატკინა და დაუშავა.

კი, ბავშვს უფლება აქვს სასამართლოში მისვლის ნაცვლად, ვიდეოზარით უპასუხოს კითხვებს.

თუ არსებობს ძალადობის ეჭვი, ყველა ბავშვი უნდა იყოს დაცული, შენ გაქვს უფლება მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილების მიღებაში შენი აქტიური ჩართულობით და მოითხოვო შენთვის მოსახერხებელი მხარდაჭერა.

ეს ზოგჯერ დამოკიდებულია საქმის სირთულეზე, თუმცა ბავშვზე მორგებული სასამართლო ნიშნავს იმას, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფი და ნაკლებად დამღლელი იყოს ბავშვისთვის. ამ დროს შენი მთავარი ამოცანაა მიჰყვე სწავლის პროცესს, გქონდეს ურთიერთობა მეგობრებთან, დაკავდე საყვარელი საქმით. ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი დაგეხმარებიან სტრესის დაძლევაში.