გაიგე მეტი, ივარჯიშე, იპოვე დახმარება.

გაიგე, როგორ დაიცვა თავი, ივარჯიშე რეალურ სიტუაციებში და საჭიროებისას იპოვე სანდო დახმარება.

ერთი სივრცე ყველა საჭირო ინფორმაციისთვის

სერვისები და დახმარება

იპოვე სანდო დახმარება და გაიგე, ვის შეგიძლია მიმართო.

სერვისები და დახმარება
  • სერვისები და დახმარება

  • ვიდეო ბიბლიოთეკა

  • რესურსები

  • ხშირად დასმული კითხვები

  • ქვიზები და სცენარები

ხშირად დასმული კითხვები

ფრთხილად იყავი, თუ ონლაინ გაცნობილი ადამიანი:

  • გთხოვს, რომ მასზე სხვებს არაფერი მოუყვე;
  • გეუბნება, რომ თქვენი ურთიერთობა საიდუმლოდ შეინახო;
  • გთავაზობს საჩუქარს და სანაცვლოდ პირად ინფორმაციას გთხოვს;
  • გთხოვს ტელეფონის ნომერს, მისამართს, პირად ფოტოს ან ვიდეოს;
  • გთხოვს ინტიმურ ფოტოს ან ვიდეოს;
  • დაჟინებით გთხოვს შეხვედრას, განსაკუთრებით — მარტო;
  • ბრაზდება, როცა უარს ეუბნები;
  • გაშინებს ან გემუქრება.

მაშინვე შეწყვიტე საუბარი, დაბლოკე და დაარეპორტე. აუცილებლად მოუყევი ამის შესახებ შენთვის სანდო უფროსს.

დიახ. მოძალადე შეიძლება იყოს როგორც უცნობი, ასევე ნაცნობი, მათ შორის ოჯახის წევრი, თანატოლი, უფროსი ბავშვი, შეყვარებული, პედაგოგი, მეზობელი ან სხვა უფროსი.

მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციო ადამიანის ქცევას და არა მხოლოდ იმას, თუ ვინ არის ის. თუ ვინმე გაშინებს, გაძალებს რამეს, ან შენს პირად საზღვრებს არღვევს, ითხოვე დახმარება. რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს შენი ბრალი არ არის.

არა, საერთოდ არ ნიშნავს! როდესაც ადამიანს ეშინია ან ძალიან სტრესულ სიტუაციაშია, შეიძლება გაიყინოს, ვერ იყვიროს, ვერ გაიქცეს ან ვერ თქვას „არა“. ასეთი რეაქცია შეიძლება სხეულის ბუნებრივი პასუხი იყოს საფრთხეზე. ის, რომ ვერ შეეწინააღმდეგე, არ ნიშნავს, რომ თანახმა იყავი და არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ და ეს შენი ბრალია.

ხანდახან მშობლები შიშისგან ან დაბნეულობისგან შეიძლება თავიდან ემოციურად მოიქცნენ, მაგრამ გახსოვდეს: შენ არაფერში ხარ დამნაშავე! თუ გიჭირს პირდაპირ მშობელთან თქმა, არ ხარ ვალდებული პირველი ნაბიჯი მარტომ გადადგა. შეგიძლია ჯერ მიმართო სკოლის ფსიქოლოგს, მანდატურს, ან დარეკო ბავშვთა დახმარების ხაზზე (ანონიმურად). სპეციალისტი დაგეხმარება და გვერდით დაგიდგება, რომ მშობლებთან საუბარი შენთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი იყოს.

იცოდე მარტო არ ხარ, თუ ერთი ადამიანი ვერ დაგეხმარა, მოუყევი სხვა ოჯახის წევრს, მასწავლებელს, მანდატურს, სკოლის სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგს ან სხვა სანდო უფროსს ან დარეკე ცხელ ხაზზე: 111 ან 112. თუ საფრთხე ახლავე გემუქრება, ეცადე მიხვიდე უსაფრთხო ადგილას, სადაც სხვა ადამიანები არიან, და დარეკე 112-ზე.

დიახ! დანაშაული მხოლოდ ფიზიკური შეხება არ არის. ონლაინ სივრცეში თუ ვინმე პირად, ინტიმურ ფოტოების მოგთხოვს ან შეხვედრას დაგაძალებს, დაგაშინებს ან დაგაშანტაჟებს დანაშაულია და ისჯება კანონით. ასეთ დროს უთხარი სანდო უფროსს ან დარეკე ცხელ ხაზზე: 111 ან 112.

ფსიქოლოგთან საუბარი არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ. როდესაც რაღაც ძალიან რთული ან საშიში გადაგხდა, ბუნებრივია, რომ შეიძლება დაგჭირდეს დახმარება. ფსიქოლოგი დაგეხმარება, უკეთ გაიგო შენი გრძნობები და გაუმკლავდე რთულ გამოცდილებას.

ეს ზოგჯერ დამოკიდებულია საქმის სირთულეზე, თუმცა ბავშვზე მორგებული სასამართლო ნიშნავს იმას, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფი და ნაკლებად დამღლელი იყოს ბავშვისთვის. ამ დროს შენი მთავარი ამოცანაა მიჰყვე სწავლის პროცესს, გქონდეს ურთიერთობა მეგობრებთან, დაკავდე საყვარელი საქმით. ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი დაგეხმარებიან სტრესის დაძლევაში.